შპს „დოქტრა“ (საიდენტიფიკაციო კოდი 205285591; შემდგომში „Doctra“ ან „ჩვენ“) აცნობიერებს თქვენი პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობის მნიშვნელობას. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, როგორ ვიღებთ, ვაგროვებთ, ვიყენებთ, ვინახავთ და ვამჟღავნებთ ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ doctrahub.com‑ის (შემდგომში „ვებ-საიტი“) ვიზიტორებისგან და ვებ-საიტზე შეთავაზებული მომსახურებით - საკონტაქტო და ფასის მოთხოვნის ფორმებითა და დემოს დაჯავშნით (შემდგომში „მომსახურება“) - სარგებლობისას.
ვებ-საიტითა და მომსახურებით სარგებლობით ადასტურებთ, რომ გაეცანით ამ პოლიტიკას. თუ არ ეთანხმებით მას, გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ვებ-საიტს და ნუ მოგვაწვდით პერსონალურ მონაცემებს.
ჩვენი კონფიდენციალურობის პრაქტიკის ძირითადი ასპექტები, რომლებიც ამ პოლიტიკაშია აღწერილი, მოიცავს შემდეგ განმარტებებს:
- რა ინფორმაციას ვაგროვებთ და რატომ;
- როგორ ვიყენებთ ამ ინფორმაციას;
- ვის და რა შემთხვევაში ვუზიარებთ მას;
- რამდენ ხანს ვინახავთ მას და როგორ ვიცავთ;
- რა არჩევანი და უფლებები გაქვთ.
ეს პოლიტიკა ეხება მხოლოდ ვებ-საიტს. პაციენტების მონაცემებს, რომლებსაც კლინიკები Doctra‑ს პროგრამაში ამუშავებენ, არეგულირებს თითოეულ კლინიკასთან გაფორმებული ხელშეკრულება.
პერსონალური მონაცემები, რომელსაც ვაგროვებთ
პერსონალურ მონაცემებს გვაწვდით თქვენ, ნებაყოფლობით - როცა ავსებთ ფორმას ან ჯავშნით დემოს. ეს შეიძლება იყოს:
- თქვენი სახელი;
- საკონტაქტო ინფორმაცია - ელ. ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი;
- დაწესებულების (კლინიკის) დასახელება და თქვენი თანამდებობა;
- თქვენი მოთხოვნის დეტალები - არჩეული მოდულები, შეტყობინების ტექსტი, დემოს სასურველი თარიღი და დრო;
- თქვენი IP მისამართი, რომელიც ფორმის ან შეტყობინების გაგზავნისას ავტომატურად ფიქსირდება.
ჩვენ არ ვითხოვთ და არ ვაგროვებთ პირად ნომერს, დაბადების თარიღს, ჯანმრთელობის ან სხვა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, ფორმებში არ გააზიაროთ პაციენტების ინფორმაცია.
სხვა ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ
ვებ-საიტის დათვალიერებისას ჩვენი სერვერი ავტომატურად აღრიცხავს სტანდარტულ ტექნიკურ ინფორმაციას: IP მისამართს, მოთხოვნილ გვერდს, ბრაუზერის ტიპსა და ოპერაციულ სისტემას, გვერდს, საიდანაც გადმოხვედით, და ვიზიტის თარიღსა და დროს. ეს ინფორმაცია გვჭირდება საიტის მუშაობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შეცდომების აღმოსაჩენად.
მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში ვაგროვებთ აგრეგირებულ სტატისტიკას იმის შესახებ, როგორ იყენებენ ვიზიტორები საიტს (ნანახი გვერდები, მოწყობილობის ტიპი, ვიზიტის ხანგრძლივობა) - იხილეთ „ანალიტიკა“.
თუ მიიჩნევთ, რომ თქვენ შესახებ ისეთი ინფორმაცია მოგვივიდა, რომელიც არ უნდა მიგვეღო, გთხოვთ, შეგვატყობინოთ [email protected]-ზე და დაუყოვნებლივ წავშლით მას.
ინფორმაციის გამოყენება
თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვიყენებთ მხოლოდ ქვემოთ აღწერილი მიზნებისთვის:
- თქვენს შეკითხვებსა და მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად;
- დემოს ორგანიზებისთვის - დადასტურების, შეხსენებების, ცვლილების შესახებ შეტყობინებებისა და შეხვედრის ბმულის გასაგზავნად;
- ინდივიდუალური ფასის შეთავაზების მოსამზადებლად;
- ვებ-საიტისა და ფორმების სპამისა და ბოროტად გამოყენებისგან დასაცავად;
- მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესასრულებლად.
მონაცემებს ვამუშავებთ თქვენი მოთხოვნის საფუძველზე (როგორც შესაძლო ხელშეკრულების დადებამდე საჭირო ნაბიჯს), ჩვენი კანონიერი ინტერესის (საიტის დაცვა და გაუმჯობესება) ან თქვენი თანხმობის (ანალიტიკა) საფუძველზე. სარეკლამო შეტყობინებებს გამოგიგზავნით მხოლოდ თქვენი წინასწარი თანხმობით, ხოლო ავტომატიზებულ გადაწყვეტილებებს თქვენ შესახებ არ ვიღებთ.
ქუქი-ფაილები და მსგავსი ტექნოლოგიები
ქუქი-ფაილები არის მცირე ზომის ფაილები, რომლებსაც ვებ-საიტი თქვენს მოწყობილობაზე ინახავს, რათა დაიმახსოვროს თქვენი არჩევანი ან გააანალიზოს საიტის გამოყენება. Doctra იყენებს მხოლოდ საიტის მუშაობისთვის საჭირო ჩანაწერებს და, თქვენი თანხმობით, ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს:
- doctra-consent
- თქვენი არჩევანი ქუქი-ფაილებზე. ინახება თქვენს ბრაუზერში, სანამ არ წაშლით.
- doctra-theme
- ნათელი ან მუქი თემა. ინახება თქვენს ბრაუზერში, სანამ არ წაშლით.
- _ga, _ga_*
- Google Analytics, მხოლოდ თანხმობით. მოქმედებს არაუმეტეს 2 წლისა.
- __cf_bm
- Cloudflare‑ის უსაფრთხოების ქუქი-ფაილი ბოტებისგან დასაცავად. მოქმედებს 30 წუთი.
ანალიტიკური ქუქი-ფაილები ჩაირთვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქუქი-ფაილების ფანჯარაში „დათანხმებას“ დააჭერთ. არჩევანის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული ღილაკით ან ბრაუზერის პარამეტრებში - თუმცა ყველა ქუქი-ფაილის დაბლოკვისას საიტის ზოგიერთმა ფუნქციამ შეიძლება გამართულად ვერ იმუშაოს. ბრაუზერის პარამეტრები ცალ-ცალკე უნდა შეცვალოთ თითოეულ ბრაუზერსა და მოწყობილობაზე.
ანალიტიკა
თქვენი თანხმობის შემთხვევაში ვიყენებთ Google Analytics‑ს (Google Tag Manager‑ის მეშვეობით), რომელიც ქუქი-ფაილებისა და JavaScript‑ის დახმარებით გვაჩვენებს, როგორ იყენებენ ვიზიტორები საიტს. გენერირებული ინფორმაცია გადაეცემა და ინახება Google‑ის სერვერებზე; Google Analytics არ ინახავს ვიზიტორების IP მისამართებს. ამ ინფორმაციას ვიყენებთ მხოლოდ აგრეგირებული სახით - საიტის გასაუმჯობესებლად და ანგარიშების მოსამზადებლად. თანხმობის გარეშე Google Analytics ქუქი-ფაილებს არ ინახავს.
შენახვის ვადები
- IP მისამართები
- 90 დღე
- ფორმები და დემოს ჯავშნები
- 3 წელი
- მონაცემთა ბაზის სარეზერვო ასლები
- 14 დღე
- ანალიტიკა
- Google Analytics‑ის შენახვის პარამეტრების შესაბამისად
ვადის გასვლისას მონაცემები ავტომატურად იშლება. თუ ადრე წაშლას ითხოვთ, გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა - იხილეთ „თქვენი უფლებები“.
უსაფრთხოება
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება. საიტთან ყველა კავშირი დაშიფრულია (HTTPS), მონაცემთა ბაზა განთავსებულია დაცულ სერვერზე და მასზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ის სამუშაოდ სჭირდებათ, ხოლო მონაცემების დაკარგვისგან დასაცავად ვაკეთებთ რეგულარულ სარეზერვო ასლებს.
ვიყენებთ გონივრულ ფიზიკურ, ელექტრონულ და ორგანიზაციულ ზომებს, თუმცა ინტერნეტის ღია ბუნებიდან გამომდინარე, ვერ მოგცემთ სრულ გარანტიას, რომ მონაცემები მესამე პირების უნებართვო ხელყოფისგან ყოველთვის დაცული იქნება.
თქვენი უფლებები
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება:
- მიიღოთ ინფორმაცია და ასლი იმ მონაცემებისა, რომლებსაც თქვენ შესახებ ვამუშავებთ;
- მოითხოვოთ არაზუსტი მონაცემების გასწორება ან განახლება;
- მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა;
- გააპროტესტოთ კანონიერ ინტერესზე დაფუძნებული დამუშავება;
- ნებისმიერ დროს გაიხმოთ თანხმობა - ეს არ მოქმედებს მანამდე განხორციელებულ დამუშავებაზე.
მოთხოვნის გასაგზავნად მოგვწერეთ [email protected]-ზე. გიპასუხებთ კანონით დადგენილ ვადაში. თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (pdps.ge).
არასრულწლოვანთა დაცვა
ვებ-საიტი განკუთვნილია სამედიცინო დაწესებულებებისა და მათი თანამშრომლებისთვის. შეგნებულად არ ვაგროვებთ 16 წლამდე პირების პერსონალურ მონაცემებს. თუ შევიტყობთ, რომ ასეთი მონაცემები მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე მოგვივიდა, დაუყოვნებლივ წავშლით მათ.
მესამე პირები
ეს პოლიტიკა ეხება მხოლოდ Doctra‑ს პრაქტიკას. ის არ ვრცელდება მესამე მხარეების ვებ-საიტებსა და სერვისებზე, მათ შორის იმათზე, რომლებზეც ჩვენი საიტიდან ბმულით გადადიხართ - ისინი ინფორმაციას საკუთარი კონფიდენციალურობის პოლიტიკით ამუშავებენ.
საიტზე შრიფტები იტვირთება Google Fonts‑იდან, რის გამოც თქვენი ბრაუზერი Google‑ს უგზავნის IP მისამართს. Facebook‑ისა და LinkedIn‑ის ღილაკები ჩვეულებრივი ბმულებია - ისინი არ ტვირთავენ სოციალური ქსელების ვიჯეტებს და არ აყენებენ ქუქი-ფაილებს; ბმულზე გადასვლის შემდეგ მოქმედებს შესაბამისი პლატფორმის კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
ცვლილებები ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
ვიტოვებთ უფლებას, დროდადრო შევიტანოთ ცვლილებები ამ პოლიტიკაში. მოქმედი ვერსია ყოველთვის ამ გვერდზეა, ბოლო განახლების თარიღით. თუ მომავალში დავგეგმავთ პერსონალური მონაცემების ისე გამოყენებას, რაც არსებითად განსხვავდება აქ აღწერილისგან, ამის შესახებ წინასწარ გამოვაქვეყნებთ ინფორმაციას ვებ-საიტზე და, საჭიროების შემთხვევაში, ვითხოვთ თქვენს თანხმობას.
კავშირი Doctra‑სთან
როცა საკონტაქტო ინფორმაციას გვიზიარებთ (ელ. ფოსტა, ტელეფონი), მას ვიყენებთ თქვენთან დასაკავშირებლად და იმ ინფორმაციის გამოსაგზავნად, რომელიც თავად მოითხოვეთ - მაგალითად, დემოს დეტალების ან ფასის შეთავაზების. თქვენს საკონტაქტო ინფორმაციას არ გადავცემთ სხვა კომპანიებს მათი პროდუქტების ან მომსახურების შემოსათავაზებლად.
მოქმედი კანონმდებლობა
ეს პოლიტიკა და მისგან გამომდინარე ჩვენი ვალდებულებები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.
კონტაქტი
კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული კითხვების ან მოთხოვნების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
- კომპანია
- შპს „დოქტრა“, ს/კ 205285591
- ელ. ფოსტა
- [email protected]
- ტელეფონი
- +995 599 79 41 45
- მისამართი
- ჟიული შარტავას ქ. 40, თბილისი, საქართველო

