დემოს დაჯავშნა დაუკავშირდით გაყიდვებს
რა შეუძლია Doctra‑ს

ფუნქციები, რომლებიც გამოარჩევს Doctra‑ს

ტექსტის ხმოვანი შეტანიდან ონლაინ ჯავშნებამდე - Doctra აერთიანებს ფუნქციებს, რომლებიც ნამდვილად ზოგავს დროს ექიმისთვის, მიმღებისთვის და პაციენტისთვის. გარე სისტემებთან კავშირები ცალკე, ინტეგრაციების გვერდზეა.

მთავარი ფუნქციები

ყველა შესაძლებლობა ერთ ბაზაზე

ფუნქციები, რომლებიც ერთ სისტემაში მუშაობს და ერთ მონაცემთა ბაზას ეყრდნობა.

01

ხმის ტექსტად გარდაქმნაSpeech-to-Text

ექიმი ლაპარაკობს, სისტემა კი ხმოვან ჩანაწერს ტექსტად გარდაქმნის - მონაცემების საუბრით შევსება ხელით აკრეფის ნაცვლად, რაც ზოგავს დროს ყოველ ვიზიტზე.

დეტალურად →
02

ცოცხალი ჩატი და მხარდაჭერა

დახმარება პირდაპირ სისტემიდან - Doctra‑ში ჩაშენებული ჩატით პასუხი სულ ერთ ნაბიჯზეა.

დეტალურად →
ცალკე გვერდი

ინტეგრაციები

ანალიზატორები, PACS, დაზღვევა, RS.ge, EHR, ფორმები 025/066, ელ. რეცეპტები, C‑EMR, Signify, POS ტერმინალი და Qmatic - 11 კავშირი ერთ ბაზაზე.

ყველა ინტეგრაცია →
03

საოპერაციო ეკრანი

ცოცხალი ეკრანი ახლობლებისთვის, რომელიც რეალურ დროში აჩვენებს პაციენტის ოპერაციის ეტაპს: საოპერაციოში, პოსტოპერაციულ განყოფილებაში, სხვა ჰოსპიტალურ განყოფილებაში.

დეტალურად →
04

NPS კითხვარი

ვიზიტის შემდეგ პაციენტი იღებს მოკლე NPS კითხვარს, პასუხები კი Doctra‑შივე გროვდება - კლინიკა ხედავს ქულას, დინამიკასა და კომენტარებს ცალკე სერვისის გარეშე.

დეტალურად →
05

ონლაინ ჯავშნები

პაციენტი თავად ჯავშნის ვიზიტს თქვენი საიტიდან, ექიმის კალენდარი ავტომატურად ივსება, SMS/Email შეხსენებები კი გაცდენილ ვიზიტებს ამცირებს.

დეტალურად →
06

ჩაშენებული კლინიკური შკალები

APACHE, EuroSCORE, Aldrete და სხვა სტანდარტული შკალები Doctra‑შივეა ჩაშენებული - ექიმი პარამეტრებს ვიზიტშივე ავსებს, ქულა და მისი ინტერპრეტაცია კი მაშინვე ჩანს. პაციენტის მდგომარეობის შეფასება ცალკე კალკულატორისა და ქაღალდის ფორმის გარეშე.

დეტალურად →

ფუნქციები დეტალურად · 01–06

ზემოთ მოცემული თითოეული ბარათი - როგორ მუშაობს პრაქტიკაში.

01 · ტექსტის ხმოვანი შეყვანა

ისაუბრეთ - Doctra ჩაიწერს

ექიმი საუბრობს, ხოლო სისტემა მის ჩანაწერს რეალურ დროში ტექსტად გარდაქმნის. აღარ არის საჭირო ხელით აკრეფა - მეტი დრო რჩება პაციენტისთვის.

  • ტექსტად გარდაქმნა რეალურ დროში
  • ტექსტის შევსება ნებისმიერ ადგილას
  • ქართული ენის მხარდაჭერა
02 · კლინიკური შკალები

ჩაშენებული კლინიკური შკალები

APACHE, EuroSCORE, Aldrete და სხვა სტანდარტული შკალები Doctra‑ში ჩაშენებულია. ექიმი პარამეტრებს ავსებს, ქულა და მისი ინტერპრეტაცია კი ავტომატურად გამოითვლება: მდგომარეობის სიმძიმე, ოპერაციული რისკი თუ ანესთეზიის შემდგომი გამოღვიძების შეფასება ერთ ადგილას ფასდება, ცალკე პროგრამებისა და კალკულატორის გარეშე.

  • APACHE - მდგომარეობის სიმძიმე რეანიმაციასა და ინტენსიურ თერაპიაში
  • EuroSCORE - ოპერაციული რისკი კარდიოქირურგიული ჩარევის წინ
  • Aldrete - ანესთეზიის შემდგომი გამოღვიძების შეფასება: როდის შეიძლება პაციენტის პალატაში გადაყვანა
  • ქულა ვიზიტის ისტორიაში ინახება - დინამიკა შეფასებიდან შეფასებამდე ჩანს
03 · პაციენტის სტატუსი

პაციენტის სტატუსის ეკრანი ახლობლებისთვის

ლოდინის სივრცეში განთავსებული ეკრანი ნათლად აჩვენებს, რა ეტაპზეა პაციენტის ოპერაცია - ახლობლები მშვიდად არიან და პერსონალს ნაკლებ კითხვაზე უწევს პასუხის გაცემა.

  • მიმდინარეობს ოპერაცია
  • პოსტ-ოპერაცია
  • ჰოსპიტალიზებული
  • ინტენსიური თერაპია
04 · ონლაინ ჯავშნები

ბუქინგი და ჯავშნების სრული ანალიტიკა

ექიმების გრაფიკების აგებისა და პაციენტის ჩაწერის მარტივი ფუნქციონალი. SMS შეხსენებები და დისტანციური კონსულტაციების აღრიცხვა.

  • ინტეგრაცია თქვენს საიტთან
  • ავტომატური შეხსენებები და გამოცხადების აღრიცხვა
  • ჯავშნების ანალიტიკა და შეფასება
  • სტატუსების მიხედვით სლოტების განსხვავებული ვიზუალიზაცია, მარტივი აღქმისთვის
05 · NPS კითხვარი

NPS კითხვარი - პაციენტის აზრი ციფრებში

ვიზიტის დასრულების შემდეგ პაციენტი იღებს ერთ მოკლე კითხვას და კომენტარის ველს, პასუხები კი პირდაპირ Doctra‑ში გროვდება. კლინიკა ხედავს NPS ქულას, დინამიკასა და კომენტარებს - ცალკე სერვისებისა და ცხრილების გარეშე.

  • კითხვარი ავტომატურად იგზავნება ვიზიტის დასრულების შემდეგ - SMS‑ით
  • სტანდარტული შკალა 0–10 და თავისუფალი კომენტარი
  • ანალიტიკა Doctra‑შივე: NPS ქულა, პრომოუტერებისა და კრიტიკოსების წილი, დინამიკა თვეების მიხედვით
  • ჭრილები ექიმის, განყოფილებისა და ფილიალის მიხედვით
06 · ცოცხალი მხარდაჭერა

პროგრამაში ჩაშენებული ჩატი დახმარებისთვის

დასვით კითხვა Doctra‑ში ჩაშენებულ ჩატში და მიიღეთ სწრაფი პასუხი ჩვენი ადგილობრივი გუნდისგან. სისტემიდან გასვლა და ზარი აღარ არის საჭირო.

  • ცოცხალი ჩატი სისტემის შიგნით, ყოველდღიურ კითხვებზე
  • ეკრანის გაზიარების მოთხოვნა
  • ადგილობრივი გუნდი, რომელიც კლინიკის სამუშაო საათებში ხელმისაწვდომია
Doctra Academy - სწავლება საკუთარი ტემპით
დაიწყეთ

ნახეთ ეს ფუნქციები მოქმედებაში

დაჯავშნეთ დემო თქვენი კლინიკისთვის - მნიშვნელოვან ფუნქციებს თქვენი პროცესების მაგალითზე გაჩვენებთ.