დემოს დაჯავშნა დაუკავშირდით გაყიდვებს
კლინიკის მართვის სისტემა, შექმნილი საქართველოში

მართეთ მთელი კლინიკა ერთ ჭკვიან სისტემაში

Doctra სამედიცინო ჩანაწერებს, ბილინგს, ჯავშნებს, მარაგებს, ლაბორატორიას, სტომატოლოგიასა და ვეტერინარიას ერთ მონაცემთა ბაზაში აერთიანებს.

• 40+ კლინიკა • 10+ წელი ბაზარზე

საქართველოს წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების გვერდით

Curatio American Medical Centers David Tatishvili Health Center TIM - Tbilisi Institute of Medicine Mardaleishvili Medical Center EU Dent University Clinic Status Clinic NeoLab Institute of Neurology and Neuropsychology Khozrevanidze Clinic Davinci Eye Clinic Albius KRC - Karazanashvili Robotic Center Genomics Mziuri Med Oftalmij Eyeline David Vashadze Phyto-Balneotherapy Center Baron Medical MedHouse MyLab Health Institute Health Center Plasma Clinic & Lab Rustavi Medicine House
ერთი პლატფორმა, ხუთი მოდული

ყველაფერი, რაც კლინიკას სჭირდება

აირჩიეთ მხოლოდ ის მოდულები, რომლებიც ამჟამად გჭირდებათ, და გააფართოვეთ ზრდასთან ერთად.

  1. 01 Doctra Enterprise

    სამედიცინო დაწესებულების სრული საინფორმაციო სისტემა: სამედიცინო ჩანაწერები, ფინანსები, ჯავშნები, მარაგები და ანგარიშგება მრავალპროფილური დაწესებულებისთვის.

    დეტალურად →
  2. 02 Doctra Express

    ელექტრონული ჩანაწერები, ბილინგი და ჯავშნები მცირე და საშუალო კლინიკებისთვის.

    დეტალურად →
  3. 03 Doctra Dental

    ინტერაქტიული სტომატოლოგიური რუკა, მკურნალობის გეგმები და ჩანაწერები თითოეულ კბილზე.

    დეტალურად →
  4. 04 Doctra LIS

    ანალიზატორებთან ინტეგრაცია, პრეანალიტიკა, ნიმუშები, შტრიხკოდები, ვალიდაცია და ონლაინ შედეგები პაციენტისთვის.

    დეტალურად →
  5. 05 Doctra Vet

    ცხოველისა და მფლობელის ბარათი, ვაქცინაციის შეხსენებები, ვიზიტების ისტორია და ბილინგი.

    დეტალურად →
ერთი მონაცემთა ბაზა

დაასრულეთ ერთმანეთისგან განცალკევებული პროგრამების ერა.

  • ყველა პროცესი ერთ სისტემაში, რეალურ დროშინაცვლად ცალკე პროგრამებისა სამედიცინო ჩანაწერების, ბილინგისა და ჯავშნებისთვის
  • ავტომატური ანგარიშგება და ფინანსების კონტროლიExcel‑ის ცხრილებში მუშაობის ნაცვლად
  • სწრაფი, მარტივი და დეტალური ინტერფეისი
  • მყისიერი მხარდაჭერა პროფესიონალი გუნდისგან
რეგულაციებთან შესაბამისობაგათვალისწინებული საქართველოს ჯანდაცვის მოთხოვნები
დაცული მონაცემებიდაშიფვრა და მონაცემების სარეზერვო ასლები
ერთი წყარო ანგარიშებისთვისფინანსები, ვიზიტები, სტატისტიკა
პაციენტის სამუშაო სივრცე

პაციენტის სრული ისტორია ერთ ეკრანზე

ვიზიტები, დიაგნოზები, ელექტრონული რეცეპტები, ანალიზები და გადახდები ერთ ბარათში.

  • პაციენტის მონაცემების სრული სურათი
  • ელ. რეცეპტი და რეკომენდაცია
  • დოკუმენტბრუნვა საქართველოს რეგულაციების მიხედვით
პაციენტი · ნ. ბერიძე
აქტიური
ვიზიტები
24
რეცეპტები
7
ანალიზები
12
✓
Rx
ფინანსები და ოპერაციები

აკონტროლეთ შემოსავლები და ხარჯები რეალურ დროში

სალარო, ანგარიშ-ფაქტურები, სადაზღვევო ანგარიშსწორება, მარაგები და პერსონალი ერთ ადგილას

  • ავტომატური ფინანსური ანგარიშები
  • სადაზღვევო კომპანიებთან ინტეგრირებული ანგარიშსწორება
  • მარაგებისა და პერსონალის მართვა
ფინანსები · დაფა
დღიური შემოსავალი
12,840 ₾ ▲ 6%
გადახდილი ანგარიშები
96% ▲ 3%
შემოსავალი დეპარტამენტებით
შექმნილია საქართველოსთვის

ინტეგრირებული იმ სისტემებთან, რომლებთანაც კლინიკა ყოველდღე მუშაობს

ზედნადებები RS.ge‑დან თავად მოდის. სამედიცინო ისტორიები EHR‑ში ავტომატურად იტვირთება. ფორმები 025 და 066 ჯანდაცვის სამინისტროში ერთი ღილაკით იგზავნება. ელ. რეცეპტი, C‑EMR, PACS, ანალიზატორები, სადაზღვევო კომპანიები, SMS და გადახდები ჩაშენებულია და ერთი სისტემიდან იმართება.

RS.geEHRMOH 025/066ელ. რეცეპტიC‑EMRPACSანალიზატორებიდაზღვევაSMSგადახდები
ყველა ინტეგრაცია →
ჯანდაცვის რეგულაციები

დოკუმენტბრუნვა და საბეჭდი ფორმები დადგენილი წესებით

დაშიფრული და დარეზერვებული

დაშიფვრა და რეგულარული სარეზერვო ასლები

99.9% ხელმისაწვდომობა

სისტემა მუშაობს, როცა თქვენ მუშაობთ

პროგრამის მიღმა

პროგრამა საქმის მხოლოდ ნახევარია. მეორე ნახევარი ადამიანები არიან.

სისტემაში ჩაშენებული ცოცხალი მხარდაჭერა

დააჭირეთ შეტყობინების ღილაკს და მიიღეთ პასუხი ნებისმიერ კითხვაზე რამდენიმე წუთში, სამუშაო სივრცის დატოვების გარეშე.

ადგილობრივი გუნდი

ქართული ენა, ქართულ რეგულაციებთან შესაბამისობა და ადგილობრივი გუნდი, რომელიც იცნობს თქვენი კლინიკის რეალობას.

Doctra Academy

Doctra‑ს ვიდეო ინსტრუქციებისა და ტესტების პლატფორმა. გუნდი სწრაფად სწავლობს და ახალი თანამშრომელი მარტივად ერთვება სამუშაო პროცესში.

Academy‑ს ნახვა →

დანერგვა და მონაცემების გადმოტანა

სისტემას თქვენს პროცესებზე ვაწყობთ და არსებულ მონაცემებს ძველი პროგრამიდან ან Excel‑იდან გადმოვიტანთ.

სიახლეები ყველა კლინიკისთვის

Doctra მუდმივად ვითარდება და ახალი ფუნქციები ყველა კლინიკისთვის ხელმისაწვდომია.

10+ წელი ქართულ ბაზარზე

ვიცით, რა სჭირდებათ კლინიკებს ეფექტურად მუშაობისთვის, რადგან ამ წლების განმავლობაში ჩვენ მათ გვერდით ვიყავით.

Doctra ციფრებში

40+
კლინიკა მუშაობს Doctra‑ში
33%
ნაკლები დრო რეგისტრაციაზე
10+
წელი ქართულ ბაზარზე
99.9%
ხელმისაწვდომობა
რას ამბობენ კლინიკები

ენდობიან ექიმები და კლინიკის მმართველები

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი

„Doctra‑სთან თანამშრომლობისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ არა მხოლოდ ჩვენ ვცდილობთ საკუთარი კომპანიის განვითარებას, არამედ დოქტრაც. ეს არის პროფესიონალების გუნდი, რომელიც ინოვაციური ხედვებითა და ამბიციური მიზნებით გვეხმარება არ ჩამოვრჩეთ მოწინავე ტექნოლოგიებს.“

გიორგი ლოლაძეაღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი · მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი

„დოქტრა არის თანამედროვე და პრაქტიკული სამედიცინო საინფორმაციო სისტემა, რომელიც მორგებულია როგორც პაციენტების, ისე ექიმებისა და კლინიკის ადმინისტრაციის საჭიროებებზე. პროგრამა ხელს უწყობს სამუშაო პროცესების გამარტივებასა და ეფექტიან მართვას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია დოქტრას გუნდის მოქნილობა და თანამშრომლობისადმი მზაობა. ისინი მუდმივად ცდილობენ პროგრამის კლინიკის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებას და პროაქტიულად მუშაობენ ახალი ფუნქციონალის დამატებასა და არსებული შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე.“

ილია მარდალეიშვილიგენერალური დირექტორის უფლება-მოვალეობის შემსრულებელი · მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი
ხოზრევანიძის კლინიკა

„პროგრამაში სტატისტიკის ნახვის შესაძლებლობა, ელექტრონული მარაგების მართვა და ასაკისა და სქესის მიხედვით რეფერენსული ნორმების ასახვა მნიშვნელოვნად ამარტივებს ჩვენი ლაბორატორიის ყოველდღიურ საქმიანობას და გვეხმარება სამუშაო პროცესის ორგანიზებაში.

განსაკუთრებით ვაფასებთ დოქტრას თანამშრომლების ოპერატიულ გამოხმაურებას, გულისხმიერ დამოკიდებულებასა და დახმარებისთვის მზადყოფნას. მადლობა საიმედო პარტნიორობისთვის!“

ხათუნა ქურიძელაბორატორიის ხელმძღვანელი · ხოზრევანიძის კლინიკა
სამედიცინო ცენტრი აილაინი

„‚მეტი დრო პაციენტებისთვის‘ - დოქტრას შემთხვევაში ეს ნამდვილად გამართლებული დევიზია. მათ პროგრამულ უზრუნველყოფას ჩვენი კლინიკის რამდენიმე ფილიალში ვიყენებთ და ყოველდღიურად ვგრძნობთ განსხვავებას: პაციენტების რეგისტრაცია, ჯავშნები და სამედიცინო ჩანაწერები ერთ სივრცეშია თავმოყრილი, ადმინისტრაციულ საქმეებზე ნაკლებ დროს ვხარჯავთ და მეტს იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს პაციენტებზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამა ოფთალმოლოგიის სპეციფიკას მარტივად ერგება.

განსაკუთრებით ვაფასებთ გუნდის პროფესიონალიზმს და სწრაფ მხარდაჭერას. მადლობა დოქტრას საიმედო პარტნიორობისთვის.“

ონისე ნამჩევაძე და სალომე ჯაფარიძემფლობელები · სამედიცინო ცენტრი აილაინი
ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი (პეკინი)

„ყოველთვის მჯეროდა, რომ ადამიანების ჯანმრთელობაზე ეფექტური ზრუნვა ჯანსაღ ორგანიზაციას უკეთ შეუძლია, ვიდრე ბიუროკრატიით დამძიმებულ სისტემას. 2019 წელს, როდესაც კლინიკის გახსნა დავიწყეთ, პირველი გადამწყვეტი პროცესი სწორედ ციფრული ჩარჩოს შექმნა იყო და ქართულ რეალობაში სწორედ Doctra აღმოჩნდა, ვინც ჩვენს ხედვებს უპასუხა.

7 წელზე მეტია ერთად მოვდივართ. ნულიდან დავიწყეთ და პირველივე დღიდან გაციფრულებულ პროცესებს ჩავუდექით სათავეში, რამაც კლინიკის ყოველდღიურობა საგრძნობლად გაამარტივა. მათმა პროფესიონალიზმმა, ეთიკურობამ და პროაქტიულობამ შექმნა სანდო და მყარი პარტნიორობის მაღალი სტანდარტი:

  • ადმინისტრაცია: გამჭვირვალე გახდა ბილინგი, გამარტივდა რეგისტრატურა და დაინერგა ელექტრონული ხელმოწერის პადები;
  • სამედიცინო გუნდი: ექიმებს მოეხსნათ ქაღალდის რუტინა, უზრუნველყოფილია ელექტრონული რეცეპტების მართვა და სახელმწიფო თუ პარტნიორ სისტემებთან უწყვეტი ინტეგრაცია;
  • მენეჯმენტი: რეალურ დროში ვფლობთ და ვაანალიზებთ ყველა ოპერაციულ ნაკადს - ამ წლების განმავლობაში პერიოდულად ვავითარებდით ჩვენს ინსტრუმენტს და ეტაპობრივად კიდევ უფრო მარტივდებოდა ყოველდღიური პროცესები.

მყარი საძირკველი უკვე გვაქვს. თუ 7 წლის წინ ჩვენი მთავარი გამოწვევა პროცესების გაციფრულება იყო, დღეს მოთხოვნები კიდევ უფრო იზრდება და მთავარი ამოცანა უკვე ამ გაციფრულებული პროცესების ეფექტური მართვა, დაგროვილი მოცულობითი მონაცემების მყისიერი დამუშავება, სწრაფი გენერირება და სიღრმისეული ანალიტიკაა. ტექნოლოგიური გარემო უპრეცედენტო სისწრაფით ვითარდება და ეს ციფრული ცვლილებები ყველაზე დიდ და გადამწყვეტ ეფექტს სწორედ ჯანდაცვის სისტემებზე ახდენს. ამიტომ, ტრანსფორმაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და აუცილებელია ფეხი ავუწყოთ ამ ტემპს. იმედი გვაქვს, რომ ახალ გამოწვევებსაც ერთობლივად, წარმატებით ავუწყობთ ფეხს.“

მაია ბუიღლიშვილიCEO · ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი (პეკინი)
GPI Holding

„დოქტრა არის თანამედროვე და მოქნილი სამედიცინო საინფორმაციო სისტემა, რომელიც იდეალურად პასუხობს როგორც ჩვენი დაზღვეულების, ისე პარტნიორი კლინიკებისა და სადაზღვევო პროცესების საჭიროებებს. პლატფორმა საგრძნობლად ამარტივებს სამუშაო პროცესებს და უზრუნველყოფს სერვისების სწრაფ, ეფექტიან და კომფორტულ მართვას.

განსაკუთრებით გვახარებს დოქტრას გუნდთან ურთიერთობა - მათი უშუალობა, ოპერატიულობა და თანამშრომლობისადმი მზაობა ყოველდღიურ მუშაობას ბევრად სასიამოვნოს ხდის. ისინი ყოველთვის ყურადღებით უსმენენ ჩვენს სურვილებს, მარტივად ერგებიან ჩვენს მოთხოვნებს და მუდმივად ზრუნავენ სისტემის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე.“

გუგა გვაზავაIT დეპარტამენტის უფროსი · GPI Holding
ხშირად დასმული კითხვები

რას გვეკითხებიან კლინიკები ყველაზე ხშირად

დიახ. დაიწყეთ იმით, რაც დღეს გჭირდებათ (მაგალითად, Express‑ით), და დანარჩენი მაშინ დაამატეთ, როცა კლინიკა გაიზრდება. ყველა მონაცემი ერთ ბაზაში რჩება.
ვადა კლინიკის ზომასა და არჩეულ მოდულებზეა დამოკიდებული. დანერგვა, მონაცემების გადმოტანა და გუნდის სწავლება ყველა შეთავაზებაში შედის. ზუსტ ვადას პირველივე შეხვედრაზე, თქვენი კლინიკის მაგალითზე გეტყვით.
გადმოვიტანთ. პაციენტები, ვიზიტები და ფინანსური ჩანაწერები ძველი პროგრამიდან ან Excel‑იდან უსაფრთხოდ გადადის Doctra‑ში. ამ პროცესში ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ.
კლინიკის მონაცემთა ბაზაში, დაშიფრული, რეგულარული სარეზერვო ასლებით და საქართველოს ჯანდაცვის რეგულაციების შესაბამისად.
ფასი არჩეულ მოდულებზე, კლინიკის ზომასა და მომხმარებლების რაოდენობაზეა დამოკიდებული, ამიტომ შეთავაზებას ინდივიდუალურად ვამზადებთ. დანერგვა, Academy, ცოცხალი მხარდაჭერა და განახლებები ყველა პაკეტს მოყვება.ფასის ნახვა →
Doctra Academy‑ში. მოკლე ვიდეო გაკვეთილები და ტესტი ყველა მოდულზე. ტრენინგები დანერგვის დაწყებამდე და ცოცხალი მხარდაჭერა ყველა თანამშრომლისთვის პროგრამაში ჩაშენებული მიმოწერით.
დიახ. Doctra‑ს აქვს API სხვადასხვა ტიპის პროცესისთვის, ამიტომ კლინიკის ვებგვერდი სისტემას პირდაპირ შეიძლება დაუკავშირდეს. ახალი ინტეგრაციებისთვისაც ღია ვართ - გვითხარით, რა გჭირდებათ და ერთად განვიხილავთ. ყველა ინტეგრაცია →

მზად ხართ კლინიკის თანამედროვედ მართვისთვის?

45‑წუთიანი დემო, მორგებული თქვენს მოდულებსა და პროცესებზე. უფასოდ, ვალდებულების გარეშე.