ვიდეო ინსტრუქციები
მოკლე, კონკრეტული ვიდეო გაკვეთილები სისტემის ყველა ფუნქციასა და მოდულზე - ნახეთ, გაიმეორეთ და ისწავლეთ საკუთარი ტემპით.
Doctra Academy ვიდეო გაკვეთილებისა და ტესტების პლატფორმაა, რომელიც კლინიკის გუნდს Doctra‑ს გამოყენებას ასწავლის. ახალი თანამშრომელი დამოუკიდებლად, ნაბიჯ-ნაბიჯ ერთვება სამუშაო პროცესში - სწრაფად და მარტივად.
ექვსი ეტაპი ერთ გზაზე - პირველი გაკვეთილიდან გუნდის სრულ მზაობამდე.
მოკლე, კონკრეტული ვიდეო გაკვეთილები სისტემის ყველა ფუნქციასა და მოდულზე - ნახეთ, გაიმეორეთ და ისწავლეთ საკუთარი ტემპით.
ტესტი ყოველი მოდულის ბოლოს, ცოდნის შესამოწმებლად. წარმატებით ჩაბარების შემდეგ თანამშრომელი იღებს სერტიფიკატს.
ახალი თანამშრომელი დამოუკიდებლად იწყებს მუშაობას რამდენიმე დღეში და არა კვირებში - ზედმეტი, გახანგრძლივებული ტრენინგების გარეშე.
მენეჯერი ხედავს, ვინ რომელი გაკვეთილი გაიარა და რომელი ტესტი ჩააბარა - სრული სურათი გუნდის მზაობაზე.
ყველა გაკვეთილი და ტესტი ქართულ ენაზე გასაგებად, ადგილობრივი კონტექსტითა და რეალური მაგალითებით.
ვიდეოთეკა ხელმისაწვდომია 24/7, ნებისმიერ მოწყობილობაზე. დაუბრუნდით გაკვეთილს, როცა დაგჭირდებათ.
ნახეთ ვიდეო, შეამოწმეთ ცოდნა და დაიწყეთ მუშაობა.
აირჩიეთ გაკვეთილი ვიდეოთეკიდან და უყურეთ მოკლე ვიდეო ინსტრუქციას - საკუთარი ტემპით, საჭიროებისამებრ გამეორებით.
ვიდეოს დასრულების შემდეგ უპასუხეთ მოკლე ტესტს და შეამოწმეთ თქვენი ცოდნა.
სერტიფიკატის მიღების შემდეგ თამამად დაიწყეთ მუშაობა Doctra‑ში.
მოდულის ტესტის წარმატებით ჩაბარების შემდეგ თანამშრომელი იღებს სერტიფიკატს. გაკვეთილების ვიდეოთეკა კი ყოველთვის ხელმისაწვდომია - 24/7.
ხელმისაწვდომი ნებისმიერ მოწყობილობაზე, დაუბრუნდით გაკვეთილს, როცა დაგჭირდებათ.
მენეჯერი ხედავს, ვინ რომელი გაკვეთილი გაიარა, რომელი ტესტი ჩააბარა და იცის, ვის რა სჭირდება მუშაობის დასაწყებად.
| თანამშრომელი | შესავალი | ჯავშნები | ბილინგი | ქეისი | ანალიზები | ანგარიშები | დასრულებული |
|---|---|---|---|---|---|---|---|
გ. მ.მენეჯერი |
6/6 | ||||||
ნ. ბ.ექიმი |
4/6 | ||||||
ლ. ქ.რეგისტრატორი |
3/6 | ||||||
თ. ჯ.ლაბორანტი |
2/6 | ||||||
ა. ხ.ექიმი |
1/6 | ||||||
მ. დ.რეგისტრატორი |
0/6 |
Doctra Academy ყველა შეთავაზებაში შედის. დაჯავშნეთ დემო და ნახეთ, როგორ იწყებს ახალი თანამშრომელი დამოუკიდებლად მუშაობას რამდენიმე დღეში.